სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება“ დოქტორანტ სალომე ოდიშარიას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის დანიშვნის შესახებ
ვბრძანებ:
1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება“ მე-6 სემესტრის დოქტორანტ სალომე ოდიშარიას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2025 წლის 18 ივლისს 16:00 საათზე;
2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუ-ის VI კორპუსში, N 303 აუდიტორიაში;
3. დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- რევაზ ჯორბენაძე - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი - კომისიის თავმჯდომარე;
- თეონა მატარაძე - ფილოსოფიის დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი - კომისიის მდივანი;
- თამარ ვეფხვაძე - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
- მარიამ გერსამია - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი;
- გიოგი მელიქიძე - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასისტენტ პროფესორი;
- თამარ ჩარკვიანი - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
4. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.